
"წონასწორობას სანამ ვინარჩუნებ, ამით, მგონია რომ ხელისუფლებასაც ვუგებ და ოპოზიციასაც", — გვითხრა დიანა ტრაპაიძემ, ტვ პირველის ჟურნალისტმა, დღის ამბების წამყვანმა.
მასთან ვისაუბრეთ პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტების სერიაში "მედიასა და პოლიტიკაზე"
Nov 15, 2023
1 hr 8 min

მოკლედ, რაზე ვესაუბრეთ:
ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ წაქეზებულ რიტორიკაზე, რაც მიზნად ისახავს პრესის დისკრედიტებას;
ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე, 2021 წლის 5 ივლისის კონტექსტში;
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლებლობებსა და სისუსტეებზე, და "მოამბის" სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე;
მედიის როლზე, 2024 წლის არჩევნების წინ.
Oct 17, 2023
57 min

მეექვსე ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, რომელიც ახლა "ტვ პირველის" ახალი ამბების განყოფილებას მართავს.რა გვითხრა მელაძემ:
მისმა გუნდა მოიპოვა, მაგრამ არ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც ზოგიერთი ჟურნალისტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) შესაძლო თანამშრომლობაზე მიუთითებდა;
“იმედზე” მუშაობის იმ პერიოდზე, როდესაც არხი, სარედაქციო კურსით მხარს უჭერდა მიხელ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს, ხელისუფლებაში ყოფნისას...
Sep 27, 2023
1 hr 7 min

ვესაუბრებით ჟურნალისტ გიორგი თარგამაძეს, ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილეს, არხის საკვირაო ტელეჟურნალის — "დროებას" ავტორს, წამყვანსა და ხელმძღვანელს
Aug 15, 2023
52 min

მოკლედ, რაზე ვისაუბრეთ:
რა იყო "კურიერის" ძირითადი საინფორმაციო პრიორიტეტი, მისი მუშაობისას?
რამდენად იაზრებენ ახალი ამბების ჟურნალისტები, მათი საქმიანობის გავლენას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე?
როგორ აღიქვამდა მოვლენებს "კურიერის" ნიუსრუმში, და როგორ აღიქვამს ახლა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი;
რა ეთიკური, მორალური და ემოციური დილემა ჩნდება მაშინ, როდესაც ჟურნალისტის საქმიანობა ერთი კონკრეტული პარტიის ხედვებსა და ინტერესს ერგება?
Jul 25, 2023
41 min

“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ვესაუბრებით:
როგორ აღიქვამს პოლიტიკურ პროცესს 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ;
რა საფრთხეს ქმნის საქართველოში მკვეთრად გაზრდილი რუსული პროპაგანდა;
ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, რა არის "მთავარი არხის" დიდი მიზანი;
როგორია ტელევიზიის ფინანსური კრიზისიდან დაღწევის გეგმა;
მისი ხედვით, რა ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება საზოგადოების პოლარიზება და რა გავლენა აქვს ამ პროცესზე სამთავრობო, თუ კრიტიკულ მედიას.
Jul 11, 2023
53 min

ვსაუბრობთ:
მის მიზნებზე მედიასა და პოლიტიკაში;
როგორი იყო "ტაბულას" განვითარების გეგმა დაფუძნებისას, და რა ეტაპზეა გამოცემა დღეს;
რა უნდა იყოს ქართული მედიის როლი, ბოლო პერიოდში მკვეთრად გაზრდილი რუსული პროპაგანდის ფონზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არჩევნების წინ.
Jul 4, 2023
39 min

პოდკასტის პირველ ეპიზოდში ვესაუბრებით მერაბ მეტრეველს, "პალიტრანიუსის" პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანს.
რას ნიშნავს ნეიტრალური და ობიექტური ჟურნალისტიკა;
რა გავლენას ახდენს პროცესებზე პროპაგანდა, და საპირისპიროდ — კარგი მედია.
რა ხდება "პალიტრანიუსში" მთავრობის ბოლოდროინდელი შემტევი კამპანიის შემდეგ, და ხომ არ იქონია ამ პროცესმა გავლენა არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე.
Jun 20, 2023
38 min

პოდკასტში მოისმენთ, რატომ არასდროს ჩქარობს დასკვნის გაკეთებას “ვისგან რა დადგება” და რატომ ფიქრობს, რომ ჟურნალისტური განათლება აუცილებელია.
Jun 17, 2022
45 min

დათო გვიყვება ჟურნალისტიკაში სპეციალიზაციის მნიშვნელობაზე, საქართველოში მედია ბაზარსა და დასავლური მედიის სპეციფიკაზე. ის გვიზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მოხვდეთ ევროპულ უნივერსიტეტებსა და მედიასაშუალებებში.
May 20, 2022
40 min
Load more
